ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მწუხარება გამოთქვა ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო, ხაზი გაუსვა მის წვლილს ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მოღვაწეობის შესწავლაში და თანაგრძნობა გამოუცხადა მის ოჯახს და ახლობლებს.

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამსინტერპრესნიუსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული შემოქმედი, რომლის ცხოვრება დაკავშირებული იყო ქართული სიტყვის, კულტურის, წიგნისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასთან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ პაატა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

პაატა ნაცვლიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და პროფესიული გზა ათწლეულების განმავლობაში ქართული სიტყვის, წიგნის, ჟურნალისტიკისა და ეროვნული კულტურის სამსახურს უკავშირდებოდა. იგი ერთდროულად იყო ჟურნალისტი და მწერალი, პოეტი და მხატვარი, რედაქტორი და გამომცემელი, დიზაინერი და მკვლევარი, ბიბლიოფილი და ფილატელისტი. ამ მრავალფეროვან საქმიანობას კი ერთი მთავარი მიზანი აერთიანებდა - ქართული კულტურული მეხსიერების შექმნა და დაცვა.

პაატა ნაცვლიშვილის მოღვაწეობიდან ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მოღვაწეობის შესახებ, იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს ორი ბუმბერაზი პიროვნებაა მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოში საინჟინრო განათლების, ტექნიკური აზროვნებისა და ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიასთან. მის მიერ ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის, რადგან ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი და ტექნიკური აზროვნება, ხოლო გიორგი ნიკოლაძის სამეცნიერო, საინჟინრო, სპორტული და საგანმანათლებლო მოღვაწეობა იმ ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის გაგრძელებასა და განვითარებას დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემსახურება.

პაატა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი დამსახურებითაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი სახელები კი არა, დიდი ქართული ინტელექტუალური და საინჟინრო ტრადიციის ფუძემდებლები და სათავეებთან მდგომი მეცნიერები არიან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები