,,უიიი, არ მინდა აღარც პირსაბანი და არც ვანა მინდა და არც უნიტაზი, რავა გადამრიეთ და დამაწყვიტეთ ყველა ნერვი” – რა შეემთხვა ,,გორგიაში” ნინო კვაჭანტირაძეს?
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ მომსახურებასა და გაუმართავ პროცესებს აკრიტიკებს, რის გამოც შერჩეული ნივთების შეძენა ვერ შეძლო.

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე:
,,შევედი “გორგიაში” , არის რუზრუზი და გირგლი, ჩემი დიდი, ბორბლებიანი ჩანთა შემნახველ ყუთში არ შეეტია, არც დაცვამ დაიტოვა – ბევრი ხალხია და ვერ დავიტოვებო. ააა, ბიჯო, არიკაცი რომ არაა, მაშინ რედიკულით არ მიშვებ და ახლა ამხელა ჩანთით რომ მატარებ, იქნება თლა მევიპარო აქაურობა თქო.- არ გავხართ თქვენ
მომპარავსო და ხელით მიმანიშნა, შედიო. ძლივს ავიხლართე მეორე სართულზე და კონსულტანტ გოგონას ჩემი შერჩეული ხელსაბანი ვთხოვე.
-ეგ გვაქვს, მაგრამ წყალსადენზეო, მიპასუხა საყვარლად.
-ბატონოოო?
-წყალსადენზე გვაქვს.
გონება დავძაბე და დავასკვენი ალბათ, რაღაც ახალი ფეშენსისტემაა, პირდაპირ წყალსადენზე მუშაობს და ჩემი ძველმოდური სახლისთვის არ გამოდგება თქო და ჩავუზუსტე
– გოგონა, წყალსადენზე არ მინდა, მე ჩვეულებრივი ბინისთვის მინდა…
– გასაგებია,ქალბატონო, მაგრამ წყალსადენზე გვაქვს, იქ უნდა მიხვიდეთო…
ახლა რაღა ვქნა, წყალსადენზე მიდიო, რა მინდა წყალსადენზე, ააა, ვფიქრობ და ვაცეცებ თვალებს. არა და, ჩემი ჭკუით ერთი ჩვეულებრივი ხელსაბანი ვითხოვე…
– ქალბატონო, წყალსადენის ქუჩაა, სადაც “გოგრგიას” საწყობი აქვს და იქ მიბრძანდითო.
– უი, რას ამბობთ, რომ გადავიხდო და კურიერმა მისამართზე მომიტანოს?
– ეგ მომსახურება 1თვის ვადაში ხდება.
– ეგ, საახალწლოდ გამოდის, მე ახლა მჭირდება და მაშინ აქ მოიტანონ და მოვალ.
-ეგ არ ვიცით, როდის იქნება, გლდანის ხიდებთან. წყალსადენის ქუჩაზე უნდა მიხვიდეთ და იქედან წაიღოთო… ოკ, გამოვიძახე ჩემი შვილი და წავედი წყალსადენზე, იქ მითხრეს, რომ გორგიაში უნდა გადაგეხადათ ფული, აქ ქვითარი მოგეტანათ და გაგატანდითო… უიიი არ მინდა აღარც პირსაბანი და არც ვანა მინდა და არც უნიტაზი, რავა გადამრიეთ და დამაწყვიტეთ ყველა ნერვი, ახლა წავალ, აფთიაქში წამლებს ვიყიდი წნევისას, გულისას და ნერვებისას …
ჯერ ერთი, ვინც ქუჩას წყალსადენის დაარქვა , მერე მე რატომ უნდა ვიცოდე წყალსადენის ქუჩა, რა, “რუსთაველია” “პლეხანოვი” თუ “ჭავჭავაძე” და მესამე და მთავარი -ამხელა ჰიპერმარკეტი რატომ ვერ უზრუნველყოფს საწყობიდან საქონლის დროულად მოტანას, რატოოოომ?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…