პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მამუკა კაციტაძე - საკონსტიტუციო პროცესებზე ოპოზიციის უპირატესობა გამოჩნდა, რამხელა უპირატესობა ექნებოდა პარლამენტში შესვლით, „ოცნების“ ასეთი სახე “ტეხავს” - ღარიბაშვილის ქმედებები კი ადრესირებულია ივანიშვილთან, სჯერა, რომ მისი საშველის გასაღები ბიძინას ხელშია

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

მამუკა კაციტაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ბიძინა ივანიშვილთანაა ადრესირებული, რადგან ყოფილ პრემიერს სწამს, რომ მისი ხსნის გასაღები მასთანაა. მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციის უპირატესობა გამოჩნდა.

მამუკა კაციტაძე - საკონსტიტუციო პროცესებზე ოპოზიციის უპირატესობა გამოჩნდა, რამხელა უპირატესობა ექნებოდა პარლამენტში შესვლით, „ოცნების“ ასეთი სახე “ტეხავს” - ღარიბაშვილის ქმედებები კი ადრესირებულია ივანიშვილთან, სჯერა, რომ მისი საშველის გასაღები ბიძინას ხელშია
ინტერპრესნიუსი

აშკარაა, რომ სასოწარკვეთილებისa და ბევრი რაღაცის თქმის სურვილისკენ გადაიხარა, თუმცა არ მჯერა იმის, რომ ღარიბაშვილმა შეიძლება ივანიშვილს “დაარტყას” და ამხილოს. თუმცა, ამ ტიპის წერილით ჩანს უკვე, რომ მას ნელ-ნელა იმედი და მოთმინება ეწურება , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” წევრმა, მამუკა კაციტაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

კაციტაძის თქმით, ღარიბაშვილის ყველა წერილის ადრესატი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, რადგან, მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერი სწორედ ივანიშვილის ხელში ხედავს თავისი ხსნის გასაღებს.

“არ მსიამოვნებს და ცოტა მიჭირს კიდეც იმ ადამიანის ქმედების შეფასება, რომელიც ციხეში იმყოფება. როგორც ვატყობ, ყველა მორიგ ეპისტოლარულ გამოხატულებებში მისი სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება, უიმედო ხდება და ა.შ.

მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი ყველა ნამოქმედარი ადრესირებულია ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილს რამდენად ესმის თუ ითვალისწინებს, ეს სხვა საკითხია. მე მაინც მგონია, რომ საზოგადოება იმდენად არ არის მის ფოკუსში, რამდენადაც ივანიშვილი იმიტომ, რომ მას ასე სჯერა, რომ თუ რაიმე შეიძლება საშველის მაგვარი მოხდეს მის თავს, ამ საშველის გასაღები ივანიშვილის ხელშია.

აშკარაა, რომ სასოწარკვეთილებისკენ და ბევრი რაღაცის თქმის სურვილისკენ გადაიხარა, თუმცა მე არ მჯერა იმის, რომ ღარიბაშვილმა შეიძლება ივანიშვილს “დაარტყას” და ამხილოს. თუმცა, ამ ტიპის წერილით ჩანს უკვე, რომ მას ნელ-ნელა იმედი და მოთმინება ეწურება, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ის იმ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც უნდა გადადგას”, - აღნიშნა მან.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

კაციტაძის თქმით, ამ პროცესებზე ოპოზიციის გამოსვლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამხელა უპირატესობა ექნებოდათ ხელისუფლების ოპონენტებს, საპარლამენტო საქმიანობაში რომ ყოფილიყვნენ ჩართული.

“პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, აუცილებლად არის შესული საქართველოს უახლეს ისტორიაში, რა თქმა უნდა, ნეგატიური მხრიდან. პირდაპირ ვიტყვი, ყველაფრის მოლოდინი მაქვს, ყველანაირი გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს.

ოპოზიცია [ისტორიის ფურცლებში] ჩაიწერება ზუსტად ისე, როგორც იმსახურებს, ამ პროცესამდე, ამ პროცესზე და ამ პროცესის შემდეგაც. ამ პროცესმა, ბევრ რამესთან ერთად, კიდევ ერთი რამ დაგვანახა - რამხელა უპირატესობა ექნებოდა ოპოზიციას, საპარლამენტო საქმიანობაში რომ შესულიყო. რამხელა უპირატესობა გამოჩნდა ოპოზიციისა ამ პროცესებზე. გადაუჭარბებლად გეტყვით, “ქართული ოცნებისკენ” გადახრილი ბევრი ადამიანი ცოტა სირცხვილის მდგომარეობაში არიან, როცა ამ სურათს უყურებენ.

მართალი გითხრათ, მე მაკვირვებს ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “ქართული ოცნება”, განვლილი 14 წელი, ის, რაც ქვეყანაში მოხდა და რაც მომავალში მოხდება… ადამიანი, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლების რუსული ჯუნგლები, მოვიდა დღევანდელ დღემდე და უცებ, საკუთარ სამშობლოში, საკუთარი სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილია იმ სახეებით, რომელი სახეებიც დღეს იქ არიან. ამისთვის იბრძოდა? ამისთვის იშოვა ის მილიონები და მილიარდები? ამისთვის იკლავდა თავს, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი უსახური დემონსტრირება მოეხდინა? მე ნამდვილად მაკვირვებს, როცა ადამიანი ამხელა შესაძლებლობებითა და ამხელა გონორებით მოსული, უცებ ამ სახეს ტოვებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ჟარგონზე რომ ვთქვა, უბრალოდ “ტეხავს” ასეთი სახით წარმოდგენა”, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმამუკა კაციტაძე - საკონსტიტუციოს პროცესებზე ოპოზიციის უპირატესობა გამოჩნდა, რამხელა უპირატესობა ექნებოდა პარლამენტში შესვლით, „ოცნების“ ასეთი სახე “ტეხავს” - ღარიბაშვილის ქმედებები კი ადრესირებულია ივანიშვილთან, სჯერა, რომ მისი საშველის გასაღები ბიძინას ხელშია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ მსიამოვნებს და ცოტა მიჭირს კიდეც იმ ადამიანის ქმედების შეფასება, რომელიც ციხეში იმყოფება. როგორც ვატყობ, ყველა მორიგ ეპისტოლარულ გამოხატულებებში მისი სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება, უიმედო ხდება და ა.შ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი ყველა ნამოქმედარი ადრესირებულია ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილს რამდენად ესმის თუ ითვალისწინებს, ეს სხვა საკითხია. მე მაინც მგონია, რომ საზოგადოება იმდენად არ არის მის ფოკუსში, რამდენადაც ივანიშვილი იმიტომ, რომ მას ასე სჯერა, რომ თუ რაიმე შეიძლება საშველის მაგვარი მოხდეს მის თავს, ამ საშველის გასაღები ივანიშვილის ხელშია. აშკარაა, რომ სასოწარკვეთილებისკენ და ბევრი რაღაცის თქმის სურვილისკენ გადაიხარა, თუმცა მე არ მჯერა იმის, რომ ღარიბაშვილმა შეიძლება ივანიშვილს “დაარტყას” და ამხილოს. თუმცა, ამ ტიპის წერილით ჩანს უკვე, რომ მას ნელ-ნელა იმედი და მოთმინება ეწურება, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ის იმ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც უნდა გადადგას“
„პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, აუცილებლად არის შესული საქართველოს უახლეს ისტორიაში, რა თქმა უნდა, ნეგატიური მხრიდან. პირდაპირ ვიტყვი, ყველაფრის მოლოდინი მაქვს, ყველანაირი გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს. ოპოზიცია [ისტორიის ფურცლებში] ჩაიწერება ზუსტად ისე, როგორც იმსახურებს, ამ პროცესამდე, ამ პროცესზე და ამ პროცესის შემდეგაც. ამ პროცესმა, ბევრ რამესთან ერთად, კიდევ ერთი რამ დაგვანახა - რამხელა უპირატესობა ექნებოდა ოპოზიციას, საპარლამენტო საქმიანობაში რომ შესულიყო. რამხელა უპირატესობა გამოჩნდა ოპოზიციისა ამ პროცესებზე. გადაუჭარბებლად გეტყვით, “ქართული ოცნებისკენ” გადახრილი ბევრი ადამიანი ცოტა სირცხვილის მდგომარეობაში არიან, როცა ამ სურათს უყურებენ. მართალი გითხრათ, მე მაკვირვებს ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “ქართული ოცნება”, განვლილი 14 წელი, ის, რაც ქვეყანაში მოხდა და რაც მომავალში მოხდება… ადამიანი, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლების რუსული ჯუნგლები, მოვიდა დღევანდელ დღემდე და უცებ, საკუთარ სამშობლოში, საკუთარი სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილია იმ სახეებით, რომელი სახეებიც დღეს იქ არიან. ამისთვის იბრძოდა? ამისთვის იშოვა ის მილიონები და მილიარდები? ამისთვის იკლავდა თავს, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი უსახური დემონსტრირება მოეხდინა? მე ნამდვილად მაკვირვებს, როცა ადამიანი ამხელა შესაძლებლობებითა და ამხელა გონორებით მოსული, უცებ ამ სახეს ტოვებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ჟარგონზე რომ ვთქვა, უბრალოდ “ტეხავს” ასეთი სახით წარმოდგენა“
მამუკა კაციტაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მამუკა კაციტაძე - საკონსტიტუციოს პროცესებზე ოპოზიციის უპირატესობა გამოჩნდა, რამხელა უპირატესობა ექნებოდა პარლამენტში შესვლით, „ოცნების“ ასეთი სახე “ტეხავს” - ღარიბაშვილის ქმედებები კი ადრესირებულია ივანიშვილთან, სჯერა, რომ მისი საშველის გასაღები ბიძინას ხელშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები