კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის ხელშემწყობ კიდევ 60-ზე მეტ პირსა და ორგანიზაციას
კანადამ რუსეთის სამხედრო პოტენციალისა და ფინანსური ქსელების შესაზღუდად სანქციები კიდევ 38 ორგანიზაციასა და 24 პირს დაუწესა. შავ სიაში მოხვდნენ „ოზონ ბანკი“, „იანდექს ბანკი“, ქარხნები და კრიპტოკომპანიები.

კანადის სამთავრობო საიტზე ახალი სანქციების დაწესების თარიღაც მითითებულია 5 ნოემბერი. შემზღუდავი ზომების სამიზნედ ამჯერად იქცნენ 38 ორგანიზაცია და 24 პირი და მიზანი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი შეზღუდვაა - მისი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის ელემენტების, მათ შორის - ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილე აქტორები და რუსეთის კიბერმოქმედებები. ახალი სანქციები აგრეთვე გამიზნულია რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ეკონომიკური ფასის გაზრდა - მისი ფინანსური ხელშემწყობების (კრიპტოკომპანიების ჩათვლით) მიზანში ამოღებით.
კანადის მთავრობა აღნიშნავს, რომ რუსეთის განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომს და სამხედრო ოპერაციების უზრუნველსაყოფად ის ეყრდნობა სანქციების გვერდის ასავლელ ქსელებს.
ახალსანქცირებულ 38 ორგანიზაციას შორისაა: "ოზონ ბანკი", "უაილდბერიზ ბანკი" და "იანდექს ბანკი"; აგრეთვე "ვოტკინსკისა" და "კამენსკის" ქარხნები; "ექსმო იქსჩეინჯი", "რაპირა გრუპი", "აიფორი" და სხვები.
ინდივიდებს შორის არიან ტექნოლოგიების სპეციალისტები, სხვადასხვა კომპანიის მეწილეები და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები.
“კანადა მიმართავს ზომებს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრას. კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და გავაგრძელებთ რუსეთის მიმართ ზომების მიღებას, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და პატივს არ სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ანიტა ანანდმა.
2014 წლიდან დღემდე კანადამ დაასანქცირა 3500-ზე მეტი პირი და ორგანიზაცია, აგრეთვე 700-ზე მეტი გემი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების სერიოზულ და სისტემატურ დარღვევებში.
ციტატები სტატიიდან
„კანადა მიმართავს ზომებს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრას. კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და გავაგრძელებთ რუსეთის მიმართ ზომების მიღებას, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და პატივს არ სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…