"საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოვინახულე და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შევამკე" - პრაღაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით პრაღაში იმყოფება, სადაც ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოინახულა და ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დაიწყო.
შალვა პაპუაშვილმა ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოინახულა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
"ჩეხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოვინახულე და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შევამკე", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
იქამდე, შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ქართული დელეგაცია პრაღაში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერის, ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.
ციტატები სტატიიდან
„ჩეხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოვინახულე და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შევამკე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…