2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის
მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც კომიტეტებს გადაეცა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტი იზრდება და თანხები პროექტებს შორის გადანაწილდება.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ბიურომ განსახილველად კომიტეტებს გადასცა. ბიუროს სხდომაზე არ დაკონკრეტებულა, რა ცვლილებებია ფინანსურ დოკუმენტში.
ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი იზრდება და გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება თანხების გადანაწილება პროექტებს შორის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…