პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის საელჩო – სიამაყით ვავრცელებთ მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უქმნის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მათ სუვერენიტეტს უქმნის, რისთვისაც პარტნიორების კოალიციას აშენებენ.

აშშ-ის საელჩო – სიამაყით ვავრცელებთ მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უქმნის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს
პირველი არხი

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან მომავალ საფრთხეს გაანეიტრალებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ პარტნიორების კოალიციას აშენებს, რათა ეს ფარსი დაასრულოს.

„სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ სისტემატურად გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უქმნის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორების კოალიციას მსოფლიოს მასშტაბით, რათა დავასრულოთ ეს ფარსი“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების საელჩომ გააზიარა მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს ახალი გლობალური კანონმდებლობის „უპასუხისმგებლო არბიტრი“ გახდეს, რასაც აშშ აუცილებლად უპასუხებს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს, გახდეს ახალი გლობალური კანონმდებლობის უპასუხისმგებლო არბიტრი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება, სურვილისამებრ გაასამართლოს და დააკავოს ჩვენი მოქალაქეები და ეგზისტენციალურად დაემუქროს ამერიკის სუვერენიტეტს. ჩვენ ვასწავლით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკული მტკიცე გადაწყვეტილების სრულ მნიშვნელობას“, – განაცხადა რუბიომ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაშშ-ის საელჩო საქართველოში: სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივან რუბიოს მტკიცე გზავნილს - აშშ სისტემატურად გაანადგურებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს უქმნის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ სისტემატურად გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უქმნის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორების კოალიციას მსოფლიოს მასშტაბით, რათა დავასრულოთ ეს ფარსი“
„უპასუხისმგებლო არბიტრი“
მარკო რუბიო
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს, გახდეს ახალი გლობალური კანონმდებლობის უპასუხისმგებლო არბიტრი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება, სურვილისამებრ გაასამართლოს და დააკავოს ჩვენი მოქალაქეები და ეგზისტენციალურად დაემუქროს ამერიკის სუვერენიტეტს. ჩვენ ვასწავლით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკული მტკიცე გადაწყვეტილების სრულ მნიშვნელობას“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის საელჩო საქართველოში: სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივან რუბიოს მტკიცე გზავნილს - აშშ სისტემატურად გაანადგურებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს უქმნისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები