პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალად კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და სხვა მძიმე დანაშაულები ედება.

მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს
ფორმულა

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოაჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
  3. ალიაოპოზიციურიაჭარაში დააკავეს პირი, რომელიც ინტერპოლით იძებნებოდა
  4. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები