2026 წლის ბიუჯეტი იცვლება - რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება?
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი წარუდგინა, რომლითაც სამინისტროების დაფინანსება 481 მილიონი ლარით იზრდება. ყველაზე მეტი მატება ეკონომიკის (417 მლნ) და სოფლის მეურნეობის (353 მლნ) სამინისტროებს ექნებათ.

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, სამინისტროების ჯამური დაფინანსება 31.4 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 481 მილიონი ლარით მეტია. როგორც განმარტებით ბარათში არის აღნიშნული, უფრო მეტად - 877 მილიონი ლარით გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რაც ძირითადად დაკავშირებულია გადასახადების მიმართულებით 690 მილიონი ლარის მატებასთან. ასევე სებ-ის მოგებიდან ბიუჯეტში დამატებით 230 მილიონი ლარის მიმართვასთან.
რაც შეეხება ხარჯებს, ყველაზე მეტად - 417 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 125 მილიონი ლარი წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 2026 წლის ბოლოს გამოსაყოფ დაფინანსებას. დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ დაფინანსების ათვისება 2027 წელს მოხდება, თუმცა ფინანსური რესურსის გაცემა 2026 წლის ბიუჯეტიდან მოხდება. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც 2026 წლის ბოლოს თანხები გაიცემა უკავშირდება ფინანსურ სირთულეში მყოფი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის სპეციალური დაფინანსების მიცემას - სახელმწიფო ბიუჯეტი კორპორაციას წლის ბოლომდე 180 მილიონ ლარს გამოუყოფს, საიდანაც 100 მლნ ლარი სესხი, 80 მილიონი ლარი კი სუბსიდია იქნება.
ბიუჯეტის ზრდით მეორე ადგილზეა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის ასიგნებებიც 353 მილიონი ლარით იზრდება. მატება, ძირითადად, დაკავშირებულია 2026 წლის რთველის მსხვილმასშტაბიან სუბსიდირებასთან, რომლის ბიუჯეტიც 170 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 250 მილიონ ლარს მიაღწევს. სამელიორაციო სამუშაოების წარმოებისთვის კი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიას 110 მილიონი ლარი გამოეყოფა, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით კი დამატებით 40 მილიონი ლარი.
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი 50 მილიონი ლარით იზრდება, რაც დაკავშირებულია ერთჯერად აქციასთან, რომელიც მთავრობამ დევნილებს წელს შესთავაზა. საუბარია ოჯახის წევრზე 10,000 ლარის ერთჯერადი ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ უარის თქმა სამომავლოდ საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობით არის შესაძლებელი.
უფრო დეტალურად, 2026 წლის ბიუჯეტის ხარჯები სამინისტროების მიმართულებით ასე შეიცვლება:
უწყება
2026 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი - მლნ ლარი
სხვაობა მოქმედ ბიუჯეტთან - მლნ ლარი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
9,719 მილიონი;
50
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
3,159 მილიონი;
45
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
2,708 მილიონი;
6
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
1,890 მილიონი;
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
1,547 მილიონი;
0
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
1,346 მილიონი;
417
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
1,161 მილიონი;
353
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
430 მილიონი;
-13
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
380 მილიონი;
0
საქართველოს კულტურის სამინისტრო
365 მილიონი;
0
საქართველოს სპორტის სამინისტრო
361 მილიონი;
36
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
225 მილიონი;
0
საერთო სასამართლოები
180 მილიონი;
0
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო
133 მილიონი;
0
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
131 მილიონი;
5
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
130 მილიონი;
0
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი
101 მილიონი;
0
საქართველოს პროკურატურა
99 მილიონი;
0
92 მილიონი;
0
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
46 მილიონი;
0
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
41 მილიონი;
0
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
30 მილიონი;
0
საქართველოს საპატრიარქო
25 მილიონი;
0
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
25 მილიონი;
0
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
23 მილიონი;
2
საქართველოს უზენაესი სასამართლო
22 მილიონი;
0
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი
19 მილიონი;
0
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
18 მილიონი;
0
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
13 მილიონი;
0
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
11.2 მილიონი;
0
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
10.5 მილიონი;
0
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
7.9 მილიონი;
0
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
7.7 მილიონი;
0
სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
7.1 მილიონი;
0
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
7.0 მილიონი;
0
სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
6.7 მილიონი;
0
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
5.2 მილიონი;
0
სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო
4.3 მილიონი;
0
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2.7 მილიონი;
0
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
2.5 მილიონი;
0
სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო
1.7 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
1.6 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში
1.5 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში
1.5 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში
1.4 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში
1.3 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში
1.3 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში
1.3 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში
1.2 მილიონი;
0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში
1.2 მილიონი;
0
სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
1.2 მილიონი;
0
სსიპ - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი
0.9 მილიონი;
0
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო
0.7 მილიონი.
0
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…