პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ მიკრობანკებისთვის სესხის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემის შეზღუდვა უქმდება
საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც მიკრობანკებისთვის სესხის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემის შეზღუდვა უქმდება. ასევე, ერთ მსესხებელზე კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე იზრდება.

პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ მიკრობანკებისთვის სესხის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემის შეზღუდვა უქმდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობის 1 მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე გაზრდას.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება. უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის გარდა, დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად სესიაზე გავა.
ინიციატორთა განმარტებით, მიკრობანკების მიერ სესხის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაცემის შეზღუდვის გაუქმება მათ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ცვლილების შემთხვევაში, მიკრობანკები იმავე რეგულირებას დაექვემდებარებიან, რაც დადგენილია სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების/საბანკო კრედიტების მიმართ.
„მიკრობანკების მიერ მოზიდული სახსრები ძირითადად უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ხოლო სესხების გაცემის უფლება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში აქვთ, მიკრობანკები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ჰეჯირების ინსტრუმენტებსა და მათ განაკვეთებზე, რომელთა მიმწოდებლებიც ძირითადად კომერციული ბანკები არიან. ეს თავის მხრივ, უარყოფითად აისახება საკრედიტო პროდუქტების ფასზე/პროცენტზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით კი მიკრობანკები შეძლებენ მოზიდული უცხოური ვალუტის სესხად გაცემას უცხოურ ვალუტაშივე, რაც სავარაუდოდ, ერთი მხრივ, შეამცირებს მიკრობანკების სავალუტო რისკებს, ხოლო მეორე მხრივ, მიკრობანკებს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, მათ შორის, საკრედიტო პროდუქტების ფასის/პროცენტის ნაწილში“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტის ავტორი და ინიციატორი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„მიკრობანკების მიერ მოზიდული სახსრები ძირითადად უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ხოლო სესხების გაცემის უფლება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში აქვთ, მიკრობანკები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ჰეჯირების ინსტრუმენტებსა და მათ განაკვეთებზე, რომელთა მიმწოდებლებიც ძირითადად კომერციული ბანკები არიან. ეს თავის მხრივ, უარყოფითად აისახება საკრედიტო პროდუქტების ფასზე/პროცენტზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით კი მიკრობანკები შეძლებენ მოზიდული უცხოური ვალუტის სესხად გაცემას უცხოურ ვალუტაშივე, რაც სავარაუდოდ, ერთი მხრივ, შეამცირებს მიკრობანკების სავალუტო რისკებს, ხოლო მეორე მხრივ, მიკრობანკებს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, მათ შორის, საკრედიტო პროდუქტების ფასის/პროცენტის ნაწილში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…