ჩხაკაურა-ბახმაროს და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჩხაკაურა-ბახმაროსა და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების - თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ14-კმ33 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…