როგორ შევიდა სატვირთო ბორანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში - სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი რისკებზე საუბრობს
პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ბორანი Firuze G ოკუპირებულ ოჩამჩირეში შევიდა და 5 დღე დარჩა, რაზეც საჯარო უწყებებს პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.

საჯარო უწყებებს ამ დრომდე არ გაუციათ კითხვაზე პასუხი - როგორ შევიდა სატვირთო ბორანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში 31 ოქტომბერს ოჩამჩირის პორტში შევიდა, ადგილზე 5 დღეს დარჩა და ოჩამჩირის პორტი 5 ნოემბერს დატოვა.
უცნობია კონკრეტულად რა ჩაიტანა ბორანმა ოჩამჩირის პორტში.
სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი "პირველებთან" ამბობს, რომ დაირღვა კანონი ოკუპაციის შესახებ.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია.
გოჩა ბერიძე ითხოვს პასუხს დაიაყო თუ არა ქართულმა მხარემ გამოძიება ან გაარკვიეს თუ არა ოფიციალურა უწყებებმა რა შეიტანა ან გამოიტანა პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა ბონგმა.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან ის ჯერ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, ახლა კი გეზი ალექსანდრიისკენ, ეგვიპტისკენ აქვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…