პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 20 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ამოღებულია 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
რუსთავი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბრალდებულმა აჭარაში 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები