პეტრე კოლხი: “ამერიკა ჩემთვის არის მონობა”
პეტრე კოლხი აცხადებს, რომ მისთვის „ამერიკა არის მონობა“, ნანობს იქ წასვლას და ამტკიცებს, რომ მძიმე შრომისა და გადასახადების გამო იქ მყოფ ქართველ ემიგრანტებს ფსიქიკა ერყევათ.

“ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდეგ. ამერიკა არავის არაფერს არ აძლევს ისე, რომ იქით არ გადაუხადო”, – განაცხადა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
„იმის მიუხედავად, რომ ვიზაც მქონდა და საბუთები მწყობრში იყო, მე გავფუჭდი, მე გავნადგურდი, მე დავზარალდი, თვალს დამაკლდა, მე იქ არ შემხვედრია, არ გეწყინოთ, ძალიან გთხოვთ, არ შემხვედრია ქართველი ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა. არ შემხვედრია, იმიტომ რომ ჯოჯოხეთურ შრომას გადიან. იმიტომ რომ მუდმივად დაძაბული ხარ. მაპატიეთ, მოხუცის უკანალიდან თავი არა აქვთ გამოყოფილი და რამდენი ბინა გაქვს საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს. თუ ფსიქიკა შეგერყა, თუ ვერასდროს ვერ დაბრუნდი და ბოლოს თუ ჩამოგასვენეს და იმ შენს ნაყიდ ბინაში თუ დაგასვენეს, ეს არის ჯოჯოხეთი, კატასტროფული სიბინძურე, ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. ამ სიბინძურეში, ამ მონობაში, ჩემი ადგილი არ იყო.
ვიღაცისთვის ამერიკა არის თავისუფლების სიმბოლო. ეს ამერიკელებისთვისაც არ არის ასე. იმხელა გადასახადებია, იქ ყველაფერში ფულს იხდი, ვნანობ, რომ საერთოდ წავედი ამერიკაში“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდეგ. ამერიკა არავის არაფერს არ აძლევს ისე, რომ იქით არ გადაუხადო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…