პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა

ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩის 43-ე წუთზე „ტრომსოსა“ და „ბოდო გლიმტის“ შეხვედრისას სტუმარი გულშემატკივრების ტრიბუნა ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე მაყურებელი მსუბუქად დაშავდა.

ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
სპორტალი

ნორვეგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში, „ტრომსოსა“ და „ბოდო გლიმტის“ მატჩის 43-ე წუთზე ტრიბუნა ჩაინგრა, რომელზეც სტუმართა გუნდის გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, - იტყობინება Verdens Gang-ი.

ტრიბუნის კონტრუქცია მოულოდნელად ჩავარდა და რამდენიმე მაყურებელი მსუბუქად დაშავდა. იმ მომენტისთვის ანგარიში 0:0 იყო, „ბოდო გლიმტის“ ქომაგები შეხვედრის გაგრძელებით უკმაყოფილოები დარჩნენ, თუმცა მათმა გუნდმა საბოლოოდ 2:0 გაიმარჯვა.

ტრომსო ჩრდილოეთ ნორვეგიის უდიდესი ქალაქი და არქტიკის მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო ცენტრია, რომელიც არქტიკული წრის ჩრდილოეთით 350 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ერთიარუსიანი „რომსა არენა“ 6 687 მაყურებელს იტევს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდაწაიკითხე

უახლესი ამბები