ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა • POSTV

ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო 18 სექტემბრის საღამოს მუშაობა დროებით შეაჩერა და ფრენები გადაამისამართა. ავიაკომპანია „ლუქსეირის“ ცნობით, პრობლემა 1 800-ზე მეტ მგზავრს შეექმნა. პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოტენციურად უფრო დიდი დრონებიც შენიშნეს და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა • POSTV
ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა • POSTVPOSTV

ლუქსემბურგის აეროპორტის ტერიტორიაზე უცნობი დრონები შენიშნეს, რის გამოც აეროპორტმა 18 სექტემბრის საღამოს მუშაობა დროებით შეაჩერა და ფრენები სხვა აეროპორტებში გადაამისამართა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ეროვნული ავიაკომპანია „ლუქსეირის“ ინფორმაციით, პრობლემა 1 800-ზე მეტ მგზავრს შეექმნა. მათივე ცნობით, შეფერხებები შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრაიდენმა განაცხადა, ბოლო დღეებში ქვეყნის საჰაერო სივრცეში „პოტენციურად უფრო დიდი დრონებიც“ შენიშნეს.

„ეს ლუქსემბურგისთვის ახალი შემთხვევაა, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ეს ახალი არ არის. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – თქვა ფრაიდენმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ლუქსემბურგისთვის ახალი შემთხვევაა, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ეს ახალი არ არის. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“
ლუკ ფრაიდენი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.