ზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით იმას, რასაც დავუშვათ, აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებით, რადიკალების რიტორიკაში ევროპა რეალურ პოლიტიკას მოწყვეტილ რელიგიურ ტერმინად იქცა, ევროკავშირმა კი დამფუძნებელი მამების მიერ ჩადებული ქრისტიანული ფესვები დაკარგა.

კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით იმას, რასაც დავუშვათ, აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი. აქედან გამომდინარე რეალური შინაარსი ამის უკან არ არის, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, იდეები, რომლებიც დამფუძნებელმა მამებმა ჩადეს, ეს იყო ქრისტიანული ევროპა.
„ეს უნდა განვიხილოთ, როგორ დიქოტომია - ევროპა-რუსეთი. ევროპა არის ყველაფერი კარგი, რუსეთი არის ყველაფერი ცუდი. „საქართველოს ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება“ - ეს დგას ამის უკან.
იდეები, რაც იდგა ევროკავშირის უკან და რაც ჩადეს დამფუძნებელმა მამებმა, ეს იყო ევროპა, როგორც ქრისტიანული ევროპა, რომელიც არის დაფუძნებული ქრისტიანულ ღირებულებებზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოჯახი, როგორც ღირებულება, მაგრამ არა მარტო. უპირველეს ყოვლისა, ღმერთი, ეკლესია, ოჯახი და ასე შემდეგ.
მეტსაც გეტყვით, ევროკონსტიტუცია როცა ჩავარდა დაახლოებით 22 წლის წინ, მაშინდელი უზენაესი პონტიფექსი, იოანე პავლე მეორე მოუწოდებდა, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში განსაკუთრებით აღენიშნათ ევროპის ქრისტიანული ფესვები და ამაზე უარი თქვეს. 2005 წელს უკვე იდგა ღირებულებების პრობლემა და უკვე მაშინ ითქვა უარი ევროდეპუტატების მიერ ქრისტიანული ფესვებისა და ღირებულებების განსაკუთრებით აღნიშვნაზე“, - განაცხადა შათირიშვილმა.
ფილოსოფოსი არსებულ რეალობას რამდენიმე მიზეზით ხსნის.
„პირველი მიზეზი არის შინაგანი კრიზისი, როდესაც ეკონომიკა და სტაბილურობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ღირებულებითი ფაქტორები. მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი სერიოზული გავლენა იქონია იმან, რასაც შეიძლება დავარქვათ გლობალური კაპიტალიზმი. მეორე ფაქტორი არის, რომ მოხდა „გადღაბნა“, როცა მიიღეს ევროპაში უამრავი ადამიანი, როგორც უბრალოდ მუშახელი. მუშახელი მათ მიიღეს, როგორც მუშახელი მართლაც და არა როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ღირებულებები", - აღნიშნა შათირიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს უნდა განვიხილოთ, როგორ დიქოტომია - ევროპა-რუსეთი. ევროპა არის ყველაფერი კარგი, რუსეთი არის ყველაფერი ცუდი. „საქართველოს ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება“ - ეს დგას ამის უკან. იდეები, რაც იდგა ევროკავშირის უკან და რაც ჩადეს დამფუძნებელმა მამებმა, ეს იყო ევროპა, როგორც ქრისტიანული ევროპა, რომელიც არის დაფუძნებული ქრისტიანულ ღირებულებებზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოჯახი, როგორც ღირებულება, მაგრამ არა მარტო. უპირველეს ყოვლისა, ღმერთი, ეკლესია, ოჯახი და ასე შემდეგ. მეტსაც გეტყვით, ევროკონსტიტუცია როცა ჩავარდა დაახლოებით 22 წლის წინ, მაშინდელი უზენაესი პონტიფექსი, იოანე პავლე მეორე მოუწოდებდა, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში განსაკუთრებით აღენიშნათ ევროპის ქრისტიანული ფესვები და ამაზე უარი თქვეს. 2005 წელს უკვე იდგა ღირებულებების პრობლემა და უკვე მაშინ ითქვა უარი ევროდეპუტატების მიერ ქრისტიანული ფესვებისა და ღირებულებების განსაკუთრებით აღნიშვნაზე“
„პირველი მიზეზი არის შინაგანი კრიზისი, როდესაც ეკონომიკა და სტაბილურობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ღირებულებითი ფაქტორები. მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი სერიოზული გავლენა იქონია იმან, რასაც შეიძლება დავარქვათ გლობალური კაპიტალიზმი. მეორე ფაქტორი არის, რომ მოხდა „გადღაბნა“, როცა მიიღეს ევროპაში უამრავი ადამიანი, როგორც უბრალოდ მუშახელი. მუშახელი მათ მიიღეს, როგორც მუშახელი მართლაც და არა როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ღირებულებები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…