პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში, გიზის პროვინციაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 88 დაშავდა. პრეზიდენტმა აბდელ-ფათაჰ ალ-სისიმ მომხდარის ოპერატიული გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
რადიო თავისუფლება

გიზის პროვინციის ალ-აიათის რაიონში, კაიროდან სამხრეთით დაახლოებით 52 კილომეტრზე, ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი, 88-მ დაშავდა. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, გიზა-ფაიუმის მატარებელი კუდში შეეჯახა კაირო-ასუანის მატარებელს.

„დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს რკინიგზის კატასტროფის შედეგებს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სახელმწიფო უწყებებს დავავალე, უზრუნველყონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ოპერატიულად გამოიძიონ მომხდარის გარემოებები და პასუხისგებაში მისცენ ყველა, ვისი გულგრილობაც დამტკიცდება“, დაწერა თავის ტვიტერში ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ-ფათაჰ ალ-სისიმ.

როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, შარშან სექტემბერში იმავე რაიონში ორი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად ტრავმები მიიღეს მატარებლის მემანქანემ და მისმა თანაშემწემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს რკინიგზის კატასტროფის შედეგებს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სახელმწიფო უწყებებს დავავალე, უზრუნველყონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ოპერატიულად გამოიძიონ მომხდარის გარემოებები და პასუხისგებაში მისცენ ყველა, ვისი გულგრილობაც დამტკიცდება“
აბდელ-ფათაჰ ალ-სისი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში - ტრაგედიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები