პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდთოვლობისა და ყინვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – სად არის მოძრაობა აკრძალული?

უამინდობის გამო გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტი შეიზღუდა.

დიდთოვლობისა და ყინვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – სად არის მოძრაობა აკრძალული?
BM.GE

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უამინდობის გამო ქვეყნის რამდენიმე საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა.

უხვთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გარდა ამისა, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზეც. კერძოდ, კმ93-კმ107 (გუდაური (ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მაგისტრალის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  2. იმედინიუსისამთავრობოგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები