გური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და პირდაპირ ეთერში „იმედი“ დაარბიეს, სპეცრაზმი შევიდა. ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა
ტელეწამყვან გური სულთანიშვილის განცხადებით, სასაცილოა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მედიის მიტაცებაზე საუბრობს, რადგან მათ პირდაპირ ეთერში შეაგდეს ხელყუმბარა და „იმედი“ დაარბიეს.

ჩემი სტუდენტობის პერიოდში სოციალური ქსელები არ არსებობდა და ტელევიზია და მეინსტრიმული მედია იყო მთავარი საშუალება. დატოვეს მარტო „კავკასია“, ესეც იმიტომ, რომ ოპოზიციონერი თუ იყავი, „კავკასიისთვის“ უნდა გეყურებინა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ტელეწამყვანმა გური სულთანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემებს „კომედი შოუ“ აშარჟებდა
„პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და პირდაპირ ეთერში „იმედი“ დაარბიეს, სპეცრაზმი შევიდა. ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა. მინიმუმ, თვალს მაინც უნდა უსწორებდე მორალურ საკითხს“, - აღნიშნა გური სულთანიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და პირდაპირ ეთერში „იმედი“ დაარბიეს, სპეცრაზმი შევიდა. ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა. მინიმუმ, თვალს მაინც უნდა უსწორებდე მორალურ საკითხს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…