პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ნარიმანიძის მკლელობა - ოჯახი არასრულწლოვანთა შეწყალების სტატისტიკის გასაჯაროებას ითხოვს

თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა შეწყალების სტატისტიკის მიღებას უშედეგოდ ცდილობს და საეჭვო შეწყალებებზე ეჭვობს.

თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა შეწყალების შესახებ ინფორმაციის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.

ოჯახის წევრები თვეებია ითხოვენ ოფიციალურ სტატისტიკას იმის თაობაზე, თუ სასჯელის რა ნაწილი აქვთ მოხდილი იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც საპატიმროებს შეწყალების აქტის საფუძველზე ტოვებენ.

გარდაცვლილი 17 წლის დათო ნარიმანიძის დეიდის თქმით, უწყებებისგან ფორმალური უარი მიიღო, რაც კონკრეტული არასრულწლოვნების საეჭვო შეწყალების ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს:

დათოს გარდაცვალების შემდეგ დავინტერესდი, ზოგადად, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ანუ სახელმწიფო რა სახის ღონისძიებებს ატარებს. გამოვითხოვე სხვადასხვა დაწესებულებებიდან სტატისტიკური ინფორმაციებს.

იმ პასუხთან დაკავშირებით, რაც მქონდა მოთხოვნილი, ის ნამდვილად არ იყო დაკმაყოფილებული, თუმცა პასუხში წერია, რომ ვინაიდან თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე, აღარ მოხდება საჩივრის განხილვაო და საბოლოოდ, არ მომეწოდა ეს ინფორმაცია. თუ წაიკითხე კარგად საჩივარი და იცოდნენ, რა ინფორმაცია უნდა მოეწოდებინათ და არ მომაწოდეს, მაშინ პირადად მე მიჩნდება იმის ეჭვი, რომ ვადაზე ადრე ხომ არ მოხდა ამ ორი ადამიანის შეწყალება. შეიძლება, ამ 10 წლის განმავლობაში ისე მოხდა ამ ორი არასრულწლოვანის შეწყალება, რომლებსაც შეიძლება ნახევარიც არ ჰქონდათ მოხდილი და აქედან გამომდინარე, ამისი ოფიციალურად მოწერისგან თავი შეიკავე, - ამბობს ნარიმანიძის დეიდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას - მოკლული დავით ნარიმანიძის დედაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები