პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„სტუდენტებმა ერთმანეთი უნდა დავინახოთ“ – რას ცვლის სერბეთის მაგალითი?

ქართული ოცნებათბილისის საქალაქო სასამართლო

სტუდენტური მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შიშის გარემო შექმნა, რის გამოც პროტესტის ტაქტიკა უნივერსიტეტის ავტონომიისა და შიდა პრობლემების გარშემო გაერთიანებაზე გადააქვთ.

„სტუდენტებმა ერთმანეთი უნდა დავინახოთ“ – რას ცვლის სერბეთის მაგალითი?
ბათუმელები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საჭიროა საკუთარი წრიდან გასვლა და იმ ხალხთან საუბარი, ვისაც დარწმუნება სჭირდება, ვისაც ბუნდოვანება აქვს… პოლიტიკოსებმა ბმის გაჩენაზე უნდა იმუშაონ,“
მეგი დიასამიძე
„ახლა თუ სტუდენტები არ ხმაურობენ, გარეთ არ აქვთ ყიჟინა, ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა. აამუშავა პროპაგანდა და შექმნა შიშის გარემო – დაგაჯარიმებთ… ყველანაირი ბარიერი შექმნეს, რომ სტუდენტები გაჩერებულიყვნენ,“
მეგი დიასამიძე
„როდესაც პროტესტი გრძელვადიან ფაზაში გადადის, მას სჭირდება შესაბამისი დისციპლინა და ორგანიზება. მუშაობა და განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს. ის სპონტანური ემოცია და ენერგია, რაც იყო 2 წლის წინ, 28 ნოემბერს, ვერ იქნება მუდმივად. აუცილებელია შენი დღის წესრიგი გქონდეს და საჭიროა ორგანიზებულობა, კოორდინირებული მუშაობა. ჩემი აზრით, ახლანდელ თაობასაც გვიჭირს თანმიმდევრულობა და დისციპლინა. როცა ვსაუბრობთ ამის შესახებ, თითქოს ყველა ვთანხმდებით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის სურს პასუხისმგებლობის აღება,“
მეგი დიასამიძე
„სტუდენტები ძირითადად ვეძებთ სამსახურს ნახევარ განაკვეთზე. სინამდვილეში, მაინც იმ დატვირთვით მუშაობ და ისეთ მიზერულ ხელფასს იღებ, არ გრჩება არანაირი რესურსი, სწავლის და მუშაობის გარდა, კიდევ რამე აკეთო. ბევრ სტუდენტთან მისაუბრია ამ თემაზე. ისინი პირდაპირ არ გეტყვიან, მაგრამ უთქვამთ, რომ აი, ჯარიმებია… ჩემი აზრით, რეპრესიულმა კანონებმა თავისი გააკეთა – რაღაცნაირად გამოიფიტა ბევრი. სტუდენტებში არსებობს კონსენსუსი, რომ არ უნდათ ბიძინა, მაგრამ ვინ? ვერ ხედავენ ალტერნატივას, რომ გააქტიურდნენ. ერთმანეთსაც ვერ ვპოულობთ სტუდენტები. ამიტომაც, მჯერა, რომ პირველ რიგში, სტუდენტებს ერთმანეთის დანახვა გვჭირდება…“
მეგი დიასამიძე
„ახლა სტუდენტთან რომ მიხვიდე და უთხრა, წამოდი, ერთად ბიძინა გავუშვათ, არ გამოგყვება, არარეალური ჰგონია და იმიტომ. სტუდენტს უნდა ვუთხრა, რომ უნივერსიტეტში, მაგალითად, ერთ-ერთ კორპუსში წვიმაში წყალი ჩამოდის და სწავლისთვის შესაბამისი გარემო არ მაქვს, მას უნდა დავანახო, რომ საერთო ჯამში ეს ინსტიტუცია კარგად არ მუშაობს, რაც სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული. ყველას ახსოვს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჯერ ერთმანეთი უნდა დავინახოთ, გავძლიერდეთ“
მეგი დიასამიძე
„ერთ-ერთ კორპუსში, მაგალითად, პიანინო დაგვხვდა კიბეზე, ვიდეო გვქონდა კაბელების პრობლემაზეც, ან საპირფარეშოს დაზიანებულ კარზე… ვიდეოები ჩავწერეთ და ეს პრობლემები მოგვარდა. მერე მივედით იმ კორპუსში, სადაც ტურიზმის სკოლაა. რამდენიმე სტუდენტმა გვითხრა, რა კარგია, რომ მოხვედით, გელოდებოდითო. იცით, ეს როგორი მოტივაცია იყო ჩვენთვის? მივხვდი, რომ ეს ბრძოლა ტყუილად არ დაგვიწყია. მგონია, რომ საჭიროა იმ ხალხთან მისვლა, ვინც თავის დროზე ჩვენთან იყო, აი, ნეიტრალურია. სტუდენტებიც ხომ ნეიტრალურები არიან დღეს? იდეურად წინააღმდეგობის მხარეს არიან, მაგრამ რაღაცნაირად ალტერნატივას ვერ ხედავენ. ამიტომაც, მარტო იმის თქმა, რომ „რუსეთი არ მინდა“, არაა რაიმეს მომცემი. ყველამ იცის, რომ რუსეთი არ უნდა, მაგრამ როგორ ცვლი არსებულ რეალობას? შეგიძლია დამანახო, რომ ცვლილებების მერე კარგად ვიქნები? სტუდენტებმა უნდა დაინახონ ბმა კონკრეტულ პროცესთან, პარტიებთან… უნდა დაიჯერონ, რომ შესაძლებელია რეალური ცვლილებები,“
მეგი დიასამიძე
„სერბეთზე ხშირად ვლაპარაკობთ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ სტუდენტები მარტო არ იყვნენ. ამ პროცესში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია – ერთად იბრძოდნენ. ორგანიზებულად უნდა შევძლოთ მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიცით, რომ მორიგ არჩევნებში ოპოზიცია უკვე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, ასევე ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც გადარჩენისთვის მოუწიათ ქვეყნის დატოვება. აუცილებლად მოსაფიქრებელია ისეთი რამ, რომ ქართველი ერი ერთად დადგეს,“
არჩილ გოჩიტაშვილი
„ეს არის ბრძოლა უნივერსიტეტებში ავტონომიის მოსაპოვებლად. აქტიურად ვიბრძვით, პირველ რიგში, განათლების იმ რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვტენა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. არ ყოფილა არანაირი გასაუბრება არც პროფესორ-მასწავლებლებთან, არც დეკანთან, არც ლექტორთან, არც სტუდენტებთან. დღეს ჩვენი საბრძოლო ხაზი ამ, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ დღის წესრიგშია… ჩვენი გრძელვადიანი გეგმა არის ის, რომ უნივერსიტეტის ავტონომია მოვიპოვოთ, ვინაიდან ამ მთლიან ბნელ სურათში, რაღაც პატარა ნათელი წერტილი მაინც გადარჩეს. პირველ რიგში, უნდა მოვიპოვოთ ავტონომია ჩვენივე წრეში, ჩვენსავე უნივერსიტეტებში, რის შედეგადაც ფართომასშტაბიანად შევძლებთ საუბარს. სერბეთის მაგალითი თამამად შეგვიძლია ავიღოთ, სადაც ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო ნაკლები რეიტინგი ჰქონდათ, ვიდრე დღეს საქართველოში აქვს ოპოზიციას. მთავარი გახდა სტუდენტური სია, რომელიც შეადგინეს სტუდენტებმა… ვფიქრობ, რომ საქართველოშიც რაღაც ამის მსგავსი უნდა გავაკეთოთ. ჩვენთან ოპოზიცია კი აიკრძალება, მაგრამ საზოგადოება რჩება „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგედ. ვფიქრობ, 2028 წელი გადამწყვეტი იქნება: ან გავხდებით რუსეთის გუბერნია, ან გადავრჩებით… უნდა ვიბრძოლოთ ყველა დემოკრატიული საშუალებით, რომ გავიმარჯვოთ,“
არჩილ გოჩიტაშვილი
„პარტიისთვის მიყენებულმა ზიანმა 380 ლარი შეადგინა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ქართველი სტუდენტი სერბი თანატოლების ბრძოლაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები