პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება

საქართველოს სუპერლიგაში „რუსთავმა“ „ბლექ ფორტრესი“ 85:83 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ბედი ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა, რომელმაც ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო და 32 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
სპორტალი

სუპერლიგის მეექვსე ტური ტრადიციულად დაძაბული მატჩით გაგრძელდა. საქართველოს ჩემპიონატში იშვიათი გამონაკლისია, როცა შეხვედრა დაძაბული არ არის ან ბრძოლის გარეშე წყდება გამარჯვებულის ბედი. მორიგმა შეხვედრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

რუსთავმა დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით, ბოლო წუთზე ჩაგდებული სამქულიანით – 85:83 დაამარცხა ბლექ ფორტრესი და ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდისთვის ცხრილში ადგილები გამოიკვეთა. რუსთავმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რა თქმა უნდა, წაუგებელ კსუ კავკასიას ერთი მატჩით ნაკლები აქვს და ამ ტურის მატჩს ის ხვალ გორის ივერიონთან ჩაატარებს.

რაც შეეხება ბლექ ფორტრესს, იგი ნამდვილი აუტსაიდერია, ექვსიდან მეექვსე მატჩი წააგო და ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. უკვე ცხადია, რომ ბლექ ფორტრესი სუპერლიგაში დარჩენილ 15 ტურში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

რუსთაველებმა სადებიუტო მცირე ჩამორჩენის შემდეგ ლიდერობა რომ მოიპოვეს, მატჩის ბოლოსწინა წუთამდე წინ იყვნენ. გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა ქვემო ქართულმა გუნდმა შეხვედრა საკმაოდ სტაბილურად ჩაატარა, თუმცა ბლექ ფორტრესმა მაინც მოახერხა ბოლო წუთებზე სიტუაციის დაძაბვა და წინაც კი გავიდა. ეს მოხდა მატჩის 39-ე წუთზე, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ამ მატჩის გმირმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა თქვა, რომელმაც ორი ქულით ჩამორჩენილ რუსთავს ბოლო წუთზე ჩაგდებული სამქულიანით ლიდერობა დაუბრუნა, ხოლო დაცვაში დიდებულად ითამაშა, სამქულიანზე სერგი ნინუას დააფარა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

რუსთავის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი იყო 32 ქულით, ხოლო „ბლექ ფორტრესიდან“ საუკეთესო შედეგი ჯერემი მაკლაფლინმა აჩვენა, რომელმაც გუნდს 18 ქულა შესძინა.

მეექვსე ტური კვირას დასრულდება. ახალციხე თელავს უმასპინძლებს, ხოლო თბილისში, დიღომი არენაზე, კსუ კავკასია შეხვდება გორის ივერიონს.

GBF

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები