პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა

ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წლისთავთან დაკავშირებით „ილიაობა“ აღინიშნება, სადაც მუზეუმის ეზოში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება იმართება.

ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება - წელს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ყვარელში ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები.

მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები და აქტივობები ელოდებათ. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.

"ყვარელი აღნიშნავს ილიაობის ტრადიციულ დღესასწაულს, მე დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო აღნიშნავს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. ილიას მიზანი იყო, რომ შეექმნა განათლებული და პასუხისმგებლიანი საზოგადოება, რომელიც შემდგომში ააშენებდა ძლიერ საქართველოს. არასდროს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა ისე ახლოს ილიას იდეასთან, როგორც არის დღეს", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოყვარელში „ილიაობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები