"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მოთამაშეებმა ყურადღება საკუთარ განვითარებასა და გუნდზე უნდა გადაიტანონ.

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ ყურადღება საკუთარ განვითარებასა და გუნდზე უნდა გადაიტანონ.
"ვფიქრობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელები საერთოდ უნდა დაივიწყონ. მათ საკუთარ განვითარებასა და თანაგუნდელებზე უნდა კონცენტრირდნენ. უნდა ისწავლონ უფრო უფროსი და გამოცდილი მოთამაშეებისგან, რომლებმაც კარიერაში უკვე ბევრს მიაღწიეს. მთავარია, ბევრი იშრომონ.
სოციალური ქსელების გამოყენებისას ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. დღეს შეიძლება მწვერვალზე იყო, ხვალ კი განაცხადშიც ვერ მოხვდე. მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეს მოსიყვარულე ოჯახი, რომელიც მხარს დაგიჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, გზა აგერიოს და ორიენტაცია დაკარგო.
მომწონს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც უმაღლეს დონეზე თამაშის პოტენციალი აქვთ", - განაცხადა დე ძერბიმ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…