პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

დორტმუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ფელიპე სანტანამ გაიხსენა, რომ 2011 წელს ლუკას ბარიოსმა რობერტ ლევანდოვსკის გასახდელში სახეში მუშტი დაარტყა. სანტანას თქმით, კონფლიქტი ლევანდოვსკის მიერ ბარიოსის იგნორირებამ გამოიწვია.

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სპორტალი

"დორტმუნდის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფელიპე სანტანამ წარსულში მომხდარი უცნობი კონფლიქტის დეტალები გაიხსენა, რომლის დროსაც ლუკას ბარიოსმა რობერტ ლევანდოვსკის სახეში მუშტი დაარტყა.

ინციდენტი იურგენ კლოპის "დორტმუნდში", 2011 წელს მოხდა, როდესაც პარაგვაელი თავდამსხმელი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბარიოსს სათადარიგოთა სკამიდან უწევდა თამაში, მოედანზე კი ხშირად სწორედ ლევანდოვსკის ნაცვლად შედიოდა.

სანტანას თქმით, დაპირისპირების მიზეზი პოლონელის საქციელი გახდა. ლევანდოვსკი ბარიოსს აიგნორებდა, როდესაც პარაგვაელი მოედანზე მის ნაცვლად შედიოდა და ხელის ჩამორთმევას ცდილობდა.

ბარიოსმა თანაგუნდელებს საკუთარი უკმაყოფილება გაუზიარა და გააფრთხილა, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების შემთხვევაში ლევანდოვსკის პასუხს მოსთხოვდა.

"პაპი, ამ სისულელეს აღარ შევეგუები! ყოველთვის კარგად ვექცეოდი და ახლა ასეთ ბავშვურ საქციელს ვიღებ. თუ ხელს დღესაც არ ჩამომართმევს, მივხედავ", - იხსენებს სანტანა ბარიოსის სიტყვებს.

მომდევნო შეხვედრის შემდეგ სიტუაცია მართლაც გამწვავდა. გასახდელში შესულ ლევანდოვსკის ბარიოსი მიუახლოვდა და სახეში მუშტი დაარტყა.

"სახეში დაარტყა! მაგიდას გადავახტი და მათ გაშველებას ვცდილობდით. გასახდელში სრული ქაოსი იყო", - დაამატა ბრაზილიელმა.

ინციდენტის შემდეგ ბარიოსი კლუბმა ფულადი ჯარიმით დასაჯა, ლევანდოვსკის კი თანაგუნდელებისთვის ვახშმის გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ბარიოსი "დორტმუნდში" 2009-2012 წლებში თამაშობდა. პარაგვაელმა გერმანული კლუბის მაისურით 102 მატჩში 49 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად ბუნდესლიგის ორჯერ მოგება მოახერხა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდაწაიკითხე

უახლესი ამბები