ლამბალოში მოკლული აითაჯ შახმაროვას დედამ საპატიმრო დატოვა
სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგამაროვამ 3-წლიანი სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ ციხე დატოვა.

სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგამაროვამ ციხე დატოვა. მან მისთვის შეფარდებული 3 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "სანდო წყარო" ავრცელებს.
საქმის მასალების თანახმად, დედამ არასრულწლოვანი შვილი იძულებით გაათხოვა. იმ დროს, როცა მოზარდი თავის დაღწევასა და გაქცევას ცდილობდა, ოჯახმა ის ძალადობრივ გარემოში, მოძალადე მამაკაცთან იძულებით დააბრუნა, რასაც მოგვიანებით გოგონას მკვლელობა მოჰყვა.
გამოძიებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანს ე.წ. ქმარმა ზურგში ესროლა. დამნაშავეს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…