ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა; იგი თბილისის აეროპორტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააცილეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გააცილა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაცისათან ერთად საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…