ყაველაშვილმა და კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიანიჭეს
ირაკლი კობახიძემ მოიწონა მიხეილ ყაველაშვილის განკარგულება, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა.

ირაკლი კობახიძემ მოიწონა მიხეილ ყაველაშვილის განკარგულება, რომლის თანახმადაც მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი ენიჭება.
დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მთავრობამ მოიწონა საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 28 ოქტომბრის №28/10/01 განკარგულება და განახორციელა მასზე თანახელმოწერა.
ბოჭორიშვილის გარდა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი კიდევ ხუთ პირს, მათ შორის ვარლამ [ვაკო] ავალიანს მიენიჭა.
შეგახსენებთ, მაკა ბოჭორიშვილი 2024 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს. ის პროფესიით დიპლომატია და საგარეო უწყებაში, ბელგიაში, ავსტრიასა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო 2020–2024 წლებში მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…