პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს ნუნუ დუღაშვილს დაკრძალავენ

ცნობილ კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

დღეს ნუნუ დუღაშვილს დაკრძალავენ
რუსთავი 2

დღეს ნუნუ დუღაშვილს დაკრძალავენ. ცნობილი კომპოზიტორის გასვენება მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრიდან 2 საათზე მოხდება. მას მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მახათას მთაზე დილიდან უამრავი ადამიანი მიდის. ოჯახის ახლობლები, გარდაცვლილის მეგობრები, კოლეგები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას განსაკუთრებული პოპულარობა არაერთმა სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა კახეთო, იმერეთის ნიავო, თბილისო სიყვარულო და სხვა. 2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები