საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება - ეროვნულმა ბანკმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა
საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება: ეროვნულმა ბანკმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სებ-ის 30 წლის სტაჟის მქონე და კომერციული ბანკების თანამშრომლები დააჯილდოვა.

8 ნოემბერს საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება. ეროვნულმა ბანკმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა. სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სებ-ში მუშაობის 30 წელი შეუსრულდათ. ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების გამორჩეული თანამშრომლები.
ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის - თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…