პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან არსებულ რიგებზე: ეს შთამბეჭდავი შედეგი შემთხვევითობა არ არის - ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული და ზუსტად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია

ხალხის ძალაეკონომიკის სამინისტრო

დავით ქართველიშვილის განცხადებით, შანხაის იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან არსებული რიგები ხელისუფლების ზუსტად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, რასაც ბრიუსელი და ევროპარლამენტი ვერ ამჩნევენ, მსოფლიო გეოეკონომიკის „მეტრების“ ყურადღების გარეშე არ რჩება.

დავით ქართველიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან არსებულ რიგებზე: ეს შთამბეჭდავი შედეგი შემთხვევითობა არ არის - ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული და ზუსტად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია
იმედინიუსი

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენამ (CIIE) შანხაიში ქართული ეკონომიკური დიპლომატიის კოლოსალური წარმატება და ადგილობრივი ბიზნესის უმაღლესი კონკურენტუნარიანობა დაადასტურა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართული პავილიონის წარმატებას სპეციალურ პოსტს უძღვნის.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ეს შთამბეჭდავი შედეგი შემთხვევითობა არ არის - ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული და ზუსტად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია.

„საქართველოს ეროვნულ პავილიონთან შთამბეჭდავი რიგები დადგა: 37 კომპანია, რომლებმაც ქვეყანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინვესტიციების სააგენტოს მძლავრი ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით წარმოადგინეს, აზიური ბაზრის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩინელი დისტრიბუტორები და რიგითი დამთვალიერებლები უპრეცედენტო ინტერესს იჩენენ უნიკალური პროდუქციის მიმართ - ავთენტიკური ქართული ღვინოებიდან და ორგანული აგროპროდუქტებიდან დაწყებული, ინოვაციური სერვისებით დამთავრებული.

ეს შთამბეჭდავი შედეგი შემთხვევითობა არ არის - ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული და ზუსტად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. საკვანძო მსოფლიო მოედნებზე ქართული ბრენდების სტრატეგიულმა პოზიციონირებამ, ექსპორტის ახალი ვექტორების აქტიურმა ძიებამ და მასშტაბურმა სახელმწიფო თანადაფინანსებამ ეროვნული პროდუქტის ცნობადობა თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანა.

განხორციელებულ მიზანმიმართულ ღონისძიებათა კომპლექსმა და ორგანიზებულმა საქმიანმა შეხვედრებმა შანხაიში - მყარი საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის დინამიკურ ეკონომიკაში ქართული ბიზნესის ღრმა ინტეგრაციას.

CIIE-გამოფენაზე არსებული აჟიოტაჟი თვალსაჩინოდ ადასტურებს: ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ გაცნობითი ხასიათიდან მასშტაბურ გრძელვადიან ტრენდში გადადის.

თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერება და მილიარდ-ნახევრიანი ბაზრის მხრიდან მზარდი მოთხოვნა ქართველ ექსპორტიორებს კოლოსალურ ჰორიზონტებს უხსნის. ის ფაქტი, რომ ქართული პავილიონი შანხაის ექსპოფორუმის ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცა, ამტკიცებს - საექსპორტო საზღვრების გაფართოების სტრატეგია უნაკლოდ მუშაობს და მთლიანი ეროვნული ეკონომიკის მდგრად ზრდას უზრუნველყოფს.

ყველაფერი, რასაც საქართველოში, მისი მთავრობის მუშაობაში, მისი ეკონომიკის მიღწევებში ჯიუტად ვერ ამჩნევენ ბრიუსელი, ევროკომისია, ევროპარლამენტი - ყურადღების გარეშე არ რჩებათ მსოფლიო გეოეკონომიკის „მეტრებს“, რომლებსაც შეუძლიათ გაარჩიონ სიკეთე ბოროტებისგან, წარმატება მარცხისგან, სამართლიანობა უსამართლობისგან“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით ქართველიშვილი (CIIE)-ზე ქართულ პავილიონთან არსებულ რიგებზე: ეს შთამბეჭდავი შედეგი შემთხვევითობა არ არის - ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული და ზუსტად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ეროვნულ პავილიონთან შთამბეჭდავი რიგები დადგა: 37 კომპანია, რომლებმაც ქვეყანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინვესტიციების სააგენტოს მძლავრი ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით წარმოადგინეს, აზიური ბაზრის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩინელი დისტრიბუტორები და რიგითი დამთვალიერებლები უპრეცედენტო ინტერესს იჩენენ უნიკალური პროდუქციის მიმართ - ავთენტიკური ქართული ღვინოებიდან და ორგანული აგროპროდუქტებიდან დაწყებული, ინოვაციური სერვისებით დამთავრებული. ეს შთამბეჭდავი შედეგი შემთხვევითობა არ არის - ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული და ზუსტად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. საკვანძო მსოფლიო მოედნებზე ქართული ბრენდების სტრატეგიულმა პოზიციონირებამ, ექსპორტის ახალი ვექტორების აქტიურმა ძიებამ და მასშტაბურმა სახელმწიფო თანადაფინანსებამ ეროვნული პროდუქტის ცნობადობა თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანა. განხორციელებულ მიზანმიმართულ ღონისძიებათა კომპლექსმა და ორგანიზებულმა საქმიანმა შეხვედრებმა შანხაიში - მყარი საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის დინამიკურ ეკონომიკაში ქართული ბიზნესის ღრმა ინტეგრაციას. CIIE-გამოფენაზე არსებული აჟიოტაჟი თვალსაჩინოდ ადასტურებს: ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ გაცნობითი ხასიათიდან მასშტაბურ გრძელვადიან ტრენდში გადადის. თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერება და მილიარდ-ნახევრიანი ბაზრის მხრიდან მზარდი მოთხოვნა ქართველ ექსპორტიორებს კოლოსალურ ჰორიზონტებს უხსნის. ის ფაქტი, რომ ქართული პავილიონი შანხაის ექსპოფორუმის ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცა, ამტკიცებს - საექსპორტო საზღვრების გაფართოების სტრატეგია უნაკლოდ მუშაობს და მთლიანი ეროვნული ეკონომიკის მდგრად ზრდას უზრუნველყოფს. ყველაფერი, რასაც საქართველოში, მისი მთავრობის მუშაობაში, მისი ეკონომიკის მიღწევებში ჯიუტად ვერ ამჩნევენ ბრიუსელი, ევროკომისია, ევროპარლამენტი - ყურადღების გარეშე არ რჩებათ მსოფლიო გეოეკონომიკის „მეტრებს“, რომლებსაც შეუძლიათ გაარჩიონ სიკეთე ბოროტებისგან, წარმატება მარცხისგან, სამართლიანობა უსამართლობისგან“
დავით ქართველიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამთა მეგრელიშვილი: რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესიტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები