პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფება - თამთა მეგრელიშვილი

ხალხის ძალაეკონომიკის სამინისტრო

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან რიგებია, სადაც 37 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე გასვლა ქართულ ექსპორტს რეგიონულ ბაზრებზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს.

რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფება - თამთა მეგრელიშვილი
რუსთავი 2

ქართული პროდუქციისა და ბიზნესის მიმართ ჩინეთში ინტერესი სულ უფრო იზრდება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართული პავილიონის მიმართ გაზრდილ ინტერესსა და რიგებს ეხმიანება.

როგორც "ხალხის ძალის" წარმომადგენელი აცხადებს, ჩინელი მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის მხრიდან მზარდი ინტერესი მეტ ექსპორტირებულ ქართულ პროდუქტს, ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალ სამუშაო ადგილებს და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას ნიშნავს.

"სწორად განსაზღვრული ეკონომიკური პოლიტიკა და მიზანმიმართული სტრატეგია კერძოდ, საერთაშორისო გამოფენებში ქართული სტენდების ორგანიზებული და მასშტაბური მონაწილეობა;

წამყვან ჩინურ იმპორტიორებთან პირდაპირი კავშირების დამყარება და სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს გლობალურ სტანდარტებთან ადაპტაციაში ეხმარება, კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს დებს.

რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფება.

ჩინელი მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის მხრიდან მზარდი ინტერესი მეტ ექსპორტირებულ ქართულ პროდუქტს, ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალ სამუშაო ადგილებს და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას ნიშნავს.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე გასვლა ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე ტრადიციულ რეგიონულ ბაზარზე.

სავაჭრო პარტნიორების გეოგრაფიის გაფართოება ჩვენს ეკონომიკას უფრო მდგრადსა და დაცულს გახდის გარეგანი შოკებისგან.

გაიზრდება საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების მიმართ ინტერესიც.

ეს კი ერთობლივი საწარმოების შექმნას, ტექნოლოგიების ტრანსფერს და ინფრასტრუქტურის განვითარებას ნიშნავს.

ქვეყნებს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გააძლიერებს საქართველოს როლს "შუა დერეფნის" პროექტში.

ქართული სახელმწიფო უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საიმედო ხიდი აზიასა და ევროპას შორის", - წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სწორად განსაზღვრული ეკონომიკური პოლიტიკა და მიზანმიმართული სტრატეგია კერძოდ, საერთაშორისო გამოფენებში ქართული სტენდების ორგანიზებული და მასშტაბური მონაწილეობა; წამყვან ჩინურ იმპორტიორებთან პირდაპირი კავშირების დამყარება და სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს გლობალურ სტანდარტებთან ადაპტაციაში ეხმარება, კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს დებს. რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფება. ჩინელი მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის მხრიდან მზარდი ინტერესი მეტ ექსპორტირებულ ქართულ პროდუქტს, ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალ სამუშაო ადგილებს და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას ნიშნავს. მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე გასვლა ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე ტრადიციულ რეგიონულ ბაზარზე. სავაჭრო პარტნიორების გეოგრაფიის გაფართოება ჩვენს ეკონომიკას უფრო მდგრადსა და დაცულს გახდის გარეგანი შოკებისგან. გაიზრდება საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების მიმართ ინტერესიც. ეს კი ერთობლივი საწარმოების შექმნას, ტექნოლოგიების ტრანსფერს და ინფრასტრუქტურის განვითარებას ნიშნავს. ქვეყნებს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გააძლიერებს საქართველოს როლს "შუა დერეფნის" პროექტში. ქართული სახელმწიფო უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საიმედო ხიდი აზიასა და ევროპას შორის“
თამთა მეგრელიშვილი
„პროექტში. ქართული სახელმწიფო უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საიმედო ხიდი აზიასა და ევროპას შორის“
თამთა მეგრელიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში ჩინური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები