პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ჯინჭარაძე, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და სამშვიდობო პროცესებში დევნილი ემიგრანტების როლის გაძლიერებასა და კულტურულ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი ჯინჭარაძე, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
რუსთავი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბერლინში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.

მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

გიორგი ჯინჭარაძემ სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების როლის გაძლიერებაზე ისაუბრა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბერლინში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "შავნაბადას" კონცერტს დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები