პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონის როსტოვში იწვის ზეთებისა და პოლიმერების საწყობი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დონის როსტოვში ზეთებისა და პოლიმერების საწყობში გაჩენილმა ხანძარმა 8 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა, პარალელურად კი როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის განცხადებით, რეგიონში 50-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

დონის როსტოვში იწვის ზეთებისა და პოლიმერების საწყობი
რადიო თავისუფლება

საგანგებო სიტუაციების რეგიონულმა სამინისტრომ განაცხადა დონის როსტოვში მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ. ცეცხლმა 8 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა. ხანძრის დაწყებიდან ორ საათზე ოდნავ მეტ დროში მოხერხდა ცეცხლის ლოკალიზება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ხანძარი დილის 4 საათზე დაიწყო. მას მიენიჭა მეოთხე რანგი, ხოლო ცეცხლთან საბრძოლველად გაიგზავნა 116 მაშველი და 46 ერთეული ტექნიკა. დილის 6 საათის შემდეგ მოხდა ცეცხლის ლოკალიზება, 7:30 საათზე კი შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა ლაბორატორია ჰაერში წვის პროდუქტების შემცველობის გასაზომად. ამ ცნობის გამოქვეყნების მომენტისთვის ხანძრის სრული ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე არ არის ცნობილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

გამოცემა 161.ru მომხმარებელთა დაცვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ უწყებას არ დაუფიქსირებია დადგენილი ნორმების გადაჭარბებით ჰაერის დაბინძურება. თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხანძრის რაიონში „შეუძლებელია სუნთქვა“. გამოცემამ გამოაქვეყნა გამომწერების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელშიც ჩანს შავი წყალი გუბეებში და შავი ზოლები ავტომობილებზე.

გამოცემა Astra აზუსტებს, რომ ამ მისამართზე მდებარეობს კომპანია „სიმპლექსის“ საწყობი, რომელიც პოლიმერული ნედლეულისა და პლასტმასის ტარის მიწოდებაზე არის სპეციალიზებული. მეზობელ შენობაში მდებარეობს ქარხანა „ალმაზი“, რომელიც შედის „როსტეხის“ სტრუქტურაში და უშვებს სპეციალური კავშირგაბმულობის საშუალებებს, რადიოელექტრონულ მოწყობილობებსა და სამედიცინო ტექნიკას.

ღამით როსტოვის ოლქზე უპიოტო საფრენი აპარატების იერიში განხორციელდა. გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ექვსი რაიონის თავზე ჩამოაგდეს 50-ზე მეტი უპილოტო აპარატი. ტარასოვსკის რაიონის ხუტორ კაიუკოვკაში მდებარე სახლში ჩაიმსხვრა მინები, სლიუსარმა ეს ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნით ახსნა. სხვა დაზიანებები მას არ უხსენებია. არც უკრაინის მხარეს არ განუცხადებია დონის როსტოვზე დარტყმების შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ღამით როსტოვში გაურკვეველი მიზეზით პოლიმერებისა და პლასტმასის ტარის საწყობი მთლიანად დაიწვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები