პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერევანში საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიების შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ერევანში საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობის განახლება დადებითად შეაფასეს.

ერევანში საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიების შეხვედრა გაიმართა
პირველი არხი

6 ნოემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის შეხვედრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს კომისიების მუშაობის რამდენიმე წლის შემდეგ განახლება და ხაზი გაუსვეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მნიშვნელობას საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეებმა გამოხატეს საერთო ინტერესი, პროცესი დაასრულონ დიალოგისა და კონსტრუქციული სულისკვეთებით.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შეთანხმებული ოქმებისა და მომავალში შესაძლო დამატებითი ნაბიჯების შესახებ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროცესის ეფექტიანად წარმართვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ასევე განიხილეს დელიმიტაციის პროცესის გაგრძელებისა და კომისიების შემდგომი მუშაობის საკითხები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს კომისიების მუშაობის რამდენიმე წლის შემდეგ განახლება და ხაზი გაუსვეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მნიშვნელობას საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეებმა გამოხატეს საერთო ინტერესი, პროცესი დაასრულონ დიალოგისა და კონსტრუქციული სულისკვეთებით. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შეთანხმებული ოქმებისა და მომავალში შესაძლო დამატებითი ნაბიჯების შესახებ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროცესის ეფექტიანად წარმართვას“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით, გრძელდება აქტიური მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები