თბილისში ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა
თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე წაქცეული ხე მინიმუმ სამ ავტომობილს დაეცა და გზაზე მოძრაობა დაახლოებით ნახევარი საათით პარალიზებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისში ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა - დაზიანებულია მინიმუმ სამი ავტომობილი. შემთხვევა საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე მოხდა.
დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის და გამგეობის წარმომადგენლები. იქიდან გამომდინარე, რომ ხე საავტომობილო გზაზე წაიქცა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…