რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგი 1 604 110 ადამიანს აღემატება, მათ შორის 2 280 გასულ დღე-ღამეში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ტექნიკის განადგურების საკუთარ მონაცემებს ავრცელებს, თუმცა ომის გამო რიცხვების გადამოწმება შეუძლებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 604 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 456 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 654 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 52 000 ერთეული [+44]
MLRS – 2 257 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 747 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 598 840 ერთეული [+1 224]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 093 ერთეული [+8]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 171 389 ერთეული [+460]
სპეცტექნიკა – 4 881 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 192 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…