პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: სასექსის ჰერცოგინიის, მეგან მარკლის მამა ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობის ბრალდებით დააკავეს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის მამა, თომას მარკლი უფროსი ფლორიდაში დააკავეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ყოფილ საცხოვრებელ სახლში ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის ამსახველი ათასობით ფაილი აღმოაჩინეს.

Euronews: სასექსის ჰერცოგინიის, მეგან მარკლის მამა ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობის ბრალდებით დააკავეს
იმედინიუსი

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის მამა, თომას მარკლი უფროსი პარასკევს დილით ფლორიდაში, ქალაქ ტამპასთან დააკავეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დაკავების კონკრეტული ფედერალური ბრალდებები და სხვა დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ არ გავრცელებულა. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Daily Mail-მ და New York Post-მა გაავრცელეს, მოგვიანებით კი ის Associated Press-ის საინფორმაციო სააგენტომაც დაადასტურა.

დაკავებას წინ უძღოდა გამოძიება, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მარკლის ვაჟმა, თომას მარკლ უმცროსმა, ფილიპინების ქალაქ სებუში მამის ყოფილ საცხოვრებელ სახლში ყუთები აღმოაჩინა, რომლებშიც, სავარაუდოდ, ასობით ან შესაძლოა ათასობით ფოტო ინახებოდა.

მარკლმა უმცროსმა ამის შესახებ ფილიპინების პოლიციას აცნობა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) დაუკავშირდა, რის შემდეგაც საქმის შესწავლა ორივე ქვეყანაში დაიწყო.

ფილიპინების ხელისუფლების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებში დაახლოებით 7 500 ფოტოსურათი და ერთი ვიდეო აღმოაჩინეს, რომლებზეც არასრულწლოვანი ბავშვები არიან გამოსახული.

ფილიპინების შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის ჯონვიკ რემულიას განცხადებით, ზოგიერთი ბავშვი, სავარაუდოდ, მხოლოდ 10 ან 11 წლის იყო.

ფილიპინების პოლიციის ცნობით, პირველადი ექსპერტიზის შედეგად რამდენიმე მოწყობილობაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის ამსახველი სავარაუდო მასალა გამოვლინდა. თუმცა, გამომძიებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მოპოვებული მონაცემებით არ დასტურდება, ვინ ფლობდა, აწარმოებდა ან ავრცელებდა აღნიშნულ მასალას.

გამოძიების ფარგლებში FBI ფილიპინელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობს. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ მოწყობილობების მფლობელები და გაარკვიონ, იყვნენ თუ არა საქმეში სხვა პირებიც ჩართულნი.

82 წლის თომას მარკლი მანამდე უარყოფდა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალას ფლობდა და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებსაც არ ეთანხმებოდა.

გამოძიება ფილიპინებს ფარგლებს გასცდა. გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკაშიც იკვლევენ მასალების ცალკე ნაკრებს, რომელიც, სავარაუდოდ, მარკლთან არის დაკავშირებული.

მეგან მარკლმა - სასექსის ჰერცოგინიამ ბრალდებებთან დაკავშირებით დუმილი ცოტა ხნის წინ დაარღვია. მისი თქმით, გავრცელებული ცნობები მისთვის „ღრმად შემაშფოთებელია“. მან ასევე გამოხატა შეშფოთება იმ ბავშვების გამო, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ.

განცხადებაში მეგანმა ისიც აღნიშნა, რომ 2018 წელს ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ წერილი მიიღო, რომელშიც, მისი შეფასებით, მამამისის შესახებ „შემაშფოთებელი და საგანგაშო ბრალდებები“ იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით ეს წერილი მასაც გაუზიარეს.

მეგანის თქმით, მას დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ ბრალდებებზე გამოძიება მიმდინარეობდა.

სასექსის ჰერცოგინია მამასთან ხანგრძლივ დაპირისპირებასაც შეეხო და განმარტა, რომ მისთვის შვილებთან, პრინც არჩისა და პრინცესა ლილიბეტთან, კონტაქტის აკრძალვის გადაწყვეტილება მათი დაცვის მიზნით მიიღო.

მეგანი პრინც ჰარიზე 2018 წლის მაისში უინძორის სასახლეში დაქორწინდა. მისი მამა, რომელიც ტელევიზიის განათებისა და ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობდა, წყვილის ქორწილს ოჯახური დაპირისპირების გამო არ დასწრებია.

საქმეში ახალი გარემოება ხუთშაბათს გამოიკვეთა, როდესაც ფილიპინების ხელისუფლებამ გამოძიების ფარგლებში თომას მარკლ უმცროსი დაინტერესებულ პირად დაასახელა.

რემულიას განცხადებით, გამომძიებლები ამოწმებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, არასრულწლოვანი გოგონები მარკლ უმცროსის საცხოვრებელ სახლში, სებუში, იმყოფებოდნენ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 60 წლის მარკლი ეჭვმიტანილად არ განიხილება.

სწორედ მარკლ უმცროსმა აცნობა თავდაპირველად სამართალდამცველებს სავარაუდო ფოტოებზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი შესაძლო კავშირი საქმესთან ცალკე მოწმდება და მასალების აღმოჩენის გარემოებებისგან დამოუკიდებლად განიხილება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ღრმად შემაშფოთებელია“
მეგან მარკლი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სამეფო ოჯახიდან რეალითი შოუში! მეგანი ავსტრალიაში ახალი შოუს გადაღებებზე რამდენიმე კვირის გატარებას გეგმავს - შესაძლოა, მას პრინცი ჰარი და მათი შვილებიც შეუერთდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები