პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისტორიული ვიზიტი, რომლითაც ოფიციალურ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის - საქართველო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მასპინძლობს

საქართველოს მთავრობა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა და შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პრეზიდენტთან გამართა, სადაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის, ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ისტორიული ვიზიტი, რომლითაც ოფიციალურ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის - საქართველო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მასპინძლობს. ხან ჭენგი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მაღალი დონის სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის პირველი დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრთან გამართა. 1 საათი და არაერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. ეკონომიკა, ვაჭრობა, პოლიტიკა, კულტურა სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ხან ჭენგის თქმით, უკვე არსებობს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გარანტი გახდება.

34 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და 3 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წელს ახალ დონეზე გადავიდა და ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებით გაგრძელდა- სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ჩინეთისთვის ეკონომიკური თუ ბიზნეს კუთხით სანდრო პარტნიორად რჩება. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა ქვეყანა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მთავარი სატრანზიტო თუ სავაჭრო დერეფანია და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მთავრობის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრებმა ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლეს. მაღალი დონის სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება გრძელვადიან პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს. პრეზიდენტმა ხან ჭენგს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პოზიცია "ერთი ჩინეთის პრინციპის" მიმართ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინეთის ვიცე პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რომ ჩინეთისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება - ამას ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტიც ადასტურებს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან და პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი: სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თბილისშია - შეხვედრები ყაველაშვილთან და კობახიძესთან
  3. იმედინიუსისამთავრობოჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35-ე წლისთავი აღინიშნება. სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობასა და თანამშრომლობას
  4. პირველი არხისამთავრობოჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება, ვიმედოვნებთ, მომავალშიც განვაგრძობთ მეგობრობასა და პარტნიორობას
  5. POSTVსამთავრობოჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: „მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35-ე წლისთავი აღინიშნება. სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობასა და თანამშრომლობას“
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს, ვიმედოვნებთ, მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები