4 ოქტომბრის დამხობის საქმე - დანაშაულის აღიარება და მონანიება - საპატიმრო კიდევ სამმა მსჯავრდებულმა დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ სამმა პირმა დანაშაულის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა.

ევროკომისიის მხრიდან პატიმრების გათავისუფლების კატეგორიული მოთხოვნის ფონზე, რომელსაც თან ახლავს ბუნდოვანება დაკონკრეტების კუთხით, ძალადობრივი აქციების მონაწილეები დანაშაულს აღიარებენ და საპროცესო შეთანხმებებს აფორმებენ.
ოთხი ოქტომბრის ვერშემდგარი დამხობის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ სამმა ადამიანმა, დანაშაულის აღიარების და მონანიების საფუძველზე, დღეს პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მათგან ერთ-ერთს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებულები სხვა მსჯავრდებულებსაც პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
ვრცლად მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…