პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სკოლა 8 მოსწავლით, ჩამტვრეული იატაკი და მასწავლებლების დეფიციტი შუახევში

განათლების სამინისტრო

შუახევის სოფელ კარაპეტის სკოლაში, სადაც მხოლოდ 8 მოსწავლე სწავლობს, მასწავლებელთა დეფიციტია, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება. მძიმე მდგომარეობა და მიგრაციის გამო შემცირებული კონტინგენტია ქიძინიძეებისა და ოლადაურის სკოლებშიც.

სკოლა 8 მოსწავლით, ჩამტვრეული იატაკი და მასწავლებლების დეფიციტი შუახევში
ბათუმელები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კარგა ხნით ადრე, ერთი თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვისაც აქვს ტენდერი მოგებული, ვერ გაართვა ალბათ თავი და ვერ მოიტანა მასალები დროულად. სახურავის გადახურვა გვიანდება თორემ აქ, შიგნით, ყოველთვის ვიმუშავებთ, თუნდაც გათოვდეს“
„არის ისეთი სკოლები, რომლებსაც თითო მოსწავლე ჰყავთ. გომარდულში მაგალითად 1 ბავშვი ჰყავთ, სხეფში, გოგაძეები იყო ასეთი, კვიახიძეებშიც ძალიან ცოტა ბავშვი ჰყავთ და პრობლემის წინაშე დგას ყველა სკოლა“
„მომავალ წელს, მე მგონი, ჩავარდება [პირველი კლასი არ გვეყოლება]“
ნარიმან გოგიტიძე
„ფასადი უნდა გაკეთდეს, სახურავი უნდა შეიცვალოს, საპირფარეშო შიგნით გადავა და ფანჯრები გამოიცვლება“
ნარიმან გოგიტიძე
„ცოტა გვიან მოვიდნენ და იმედია მოესწრება“
„მშობელი რომ მიდის, თავისთავად შვილიც მიჰყავს ბათუმში. 120 კომლიდან 20 კომლია შემორჩენილი სოფელში. წელს კიდევ 2 ოჯახი აპირებს ქალაქში გადასვლას“
„ეს კედელი არც შელესილა თავის დროზე, ფანჯარა არ იყო გაკეთებული, რის გამოც წყალი და თოვლი შემოდიოდა და ფაქტობრივად უსარგებლოდ გვქონდა ამოდენა ფართი. ვთხოვეთ განათლების სამინისტროს და ჩაგვსვეს პროექტში. იატაკი ახალი უნდა დაიგოს, ზემოთ წყლის დასაწური მილი კეთდება, რომ წყალი აღარ შემოვიდეს შიგნით, შენობის გარე ფასადიც უნდა შეიცვალოს და მთლიანად თუნუქით შეიფუთება და სახურავიც უნდა გამოიცვალოს მთლიანად“
ვლადიმერ ზოიძე
„პირველ რიგში უნდა გაკეთდეს საცეცხლური, რომელიც შეშაზეა და ახლა ცენტრალურ გათბობაზე გადადის. სალიარკაზე იქნება გათბობა, რადგან შეშის მოტანა ძალიან გვიჭირს. როგორც გვითხრეს, 2 კვირაში უნდა მოაგვარონ საცეცხლურის საკითხი. სააქტო დარბაზში და ცალკეულ კლასებში იატაკი გაკეთდება, ასევე უნდა გაკეთდეს ეზო, ბეტონი უნდა ამოიღონ და ახალი უნდა დაასხან“
გენადი მაკარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სკოლები, რომელთა რემონტსაც სამინისტრო სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იწყებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები