პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს შეხვდა

ქართული ოცნება

ათონელის რეზიდენციაში მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, ჩინური ინვესტიციები, შუა დერეფნის პოტენციალი და „ერთი ჩინეთის პრინციპი“ განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს შეხვდა
ფორმულა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, ჩინური ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2027 წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავს აღნიშნავენ. მიმდინარე წელს კი გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო შეთანხმებები.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის პრინციპის" მიმართ. საუბარი შეეხო შანხაის განვითარებაში ხან ჭენგის საქმიანობასა და წვლილს, თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას. მხარეებმა საქართველოში ჩინეთის ახალი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის პოტენციალს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის გამართვის გეგმას. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა აკადემიური პროგრამების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო კავშირების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ინიციატივა, 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტის გამართვის შესახებ და ჩინეთის მონაწილეობისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მხარეებმა დააფიქსირეს მოლოდინი, რომ მაღალი დონის დიალოგი და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი: სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები