პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა, „ბიზნეს 360˚-ის“ სერიის ფარგლებში Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის თემაზე ვორკშოპი გამართა, რომელსაც გიორგი ბარბაქაძე უძღვებოდა.

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
რუსთავი 2

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბარბაქაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება თემაზე: "როგორ გავხადოთ კომპანია ფინანსურად მიმზიდველი – ზრდის ბუღალტერია".

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა კომპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და გამართული ბუღალტერიის მნიშვნელობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესს პოტენციური დამფინანსებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური დაგეგმვის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში კომპანიის პოზიციების გაძლიერების შესახებ.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებთან აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში ბანკი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

(r)

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართაწაიკითხე

უახლესი ამბები