"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
სამუელ უმტიტიმ RMC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვინისიუს ჟუნიორის ამჟამინდელი ფორმა მისთვის სამწუხაროა. ყოფილი მცველის თქმით, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ვერმოგების შემდეგ მოედანზე ძველებურად ეფექტური აღარ არის.

"ბარსელონას" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ "რეალის" ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
ბრაზილიელს "სამეფო კლუბში" რთული პერიოდი აქვს, ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად აღარ ითვლება.
"ძალიან მეცოდება. უკვე რამდენიმე კვირა, თვე, შესაძლოა უფრო დიდი ხანიც, საუკეთესო ფორმაში აღარ იმყოფება. ის მეტოქეებში შიშს ვეღარ იწვევს.
მას შემდეგ, რაც "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო, ის ძველებური აღარ არის. ვეღარ ვხედავთ იმ კაშკაშა ვინისიუსს, რომელსაც ადრე ვიცნობდით“, - განაცხადა უმტიტიმ RMC Sport-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით 12 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…