პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Fox News: 9 ნოემბერი ირანზე აშშ-ის შესაძლო იერიშის თარიღად განიხილება

Fox News-ის ცნობით, აშშ-ში ირანზე შესაძლო დარტყმის თარიღად 9 ნოემბერი განიხილება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ომის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, რათა ირანის ბირთვული პროგრამა საბოლოოდ განადგურდეს.

Fox News: 9 ნოემბერი ირანზე აშშ-ის შესაძლო იერიშის თარიღად განიხილება
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლების საკითხი განიხილა.

Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ყურადღებას ამახვილებენ 9 ნოემბერზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ახალმთვარეობაა და ღამით ცა თითქმის სრულიად ბნელი იქნება. ეს კი სამხედრო ოპერაციებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ტელეარხის ცნობით, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრები თეთრ სახლში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გამართა.

ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან ომის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

„გვინდა თუ არა, რომ დარტყმები გავაგრძელოთ და დავრწმუნდეთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია და ეს აღარასდროს განმეორდება? მირჩევნია, თუკი შესაძლებელია, ქვეყნის დანარჩენი ნაწილი არ გავანადგურო, მაგრამ შესაძლოა ამის გაკეთება მომიწიოს. გადაწყვეტილების შესახებ მალე შეიტყობთ“, - განაცხადა ტრამპმა.

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებისთვის მზადებას ასრულებს, თუმცა ვაშინგტონისგან ახალი ბრძანება ჯერ არ მიუღია.

ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ერაყის ტერიტორია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების განსახორციელებლად არ უნდა გამოიყენონ.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემას და მეზობელ ქვეყნებზე აგრესიის განსახორციელებლად ერაყის ტერიტორიის გამოყენების დაუშვებლობას გულისხმობს“, - ნათქვამია ერაყის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვინდა თუ არა, რომ დარტყმები გავაგრძელოთ და დავრწმუნდეთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია და ეს აღარასდროს განმეორდება? მირჩევნია, თუკი შესაძლებელია, ქვეყნის დანარჩენი ნაწილი არ გავანადგურო, მაგრამ შესაძლოა ამის გაკეთება მომიწიოს. გადაწყვეტილების შესახებ მალე შეიტყობთ“
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემას და მეზობელ ქვეყნებზე აგრესიის განსახორციელებლად ერაყის ტერიტორიის გამოყენების დაუშვებლობას გულისხმობს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AXIOS: ტრამპი ირანთან ომის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები