ევროდეპუტატი მარლენა მალაგი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის გაუქმებას პოლიტიკური მიკერძოების სკანდალურ დემონსტრირებას უწოდებს
ევროდეპუტატი მარლენა მალაგი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციის გაუქმებას პოლიტიკური მიკერძოების სკანდალურ დემონსტრირებას უწოდებს და აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით მხარი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს დაუჭირა.

ევროდეპუტატი მარლენა მალაგი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის გაუქმებას პოლიტიკური მიკერძოების სკანდალურ დემონსტრირებას უწოდებს.
როგორც ევროპარლამენტარი მიიჩნევს, ფონ დერ ლაიენმა ამ ნაბიჯით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მხარდაჭერა გამოხატა.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს პოლონეთის პრეზიდენტის დემოკრატიულ მანდატს მაშინაც კი, თუ მის პოზიციას არ იზიარებს. პოლონეთს დემოკრატიის შესახებ გაკვეთილები არ სჭირდება იმ ადამიანისგან, რომელიც მიუკერძოებლობას დემონსტრაციული ბოიკოტით ანაცვლებს“, - დაწერა მალაგმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისათვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისის გამო პოლიტიკური დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა გრძელდება. გუშინ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უარი განაცხადა და ამით პრემიერ ტუსკს დაუჭირა მხარი.
ციტატები სტატიიდან
„ევროკომისიის პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს პოლონეთის პრეზიდენტის დემოკრატიულ მანდატს მაშინაც კი, თუ მის პოზიციას არ იზიარებს. პოლონეთს დემოკრატიის შესახებ გაკვეთილები არ სჭირდება იმ ადამიანისგან, რომელიც მიუკერძოებლობას დემონსტრაციული ბოიკოტით ანაცვლებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…