პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

საარჩევნო კოდექსში ინიციირებული ცვლილებებით, შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება, ხოლო ცესკოს თავმჯდომარე უცხოელი დამკვირვებლების დასწრებაზე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს. დეპუტატ გიორგი გაბუნიას შეფასებით, პაკეტი საარჩევნო პროცესის ტექნიკურ საკითხებს მოაწესრიგებს.

გიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
იმედინიუსი

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს მოაწესრიგებს.

„წესრიგდება ისეთი ტექნიკური ხასიათის საკითხები, რომლებიც უშუალოდ არჩევნების ორგანიზებისა და მენეჯმენტის კუთხით გაცილებით უფრო მეტად გასაგები და ეფექტური იქნება. იცვლება ვადები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელ დამკვირვებლების დასწრებასთან დაკავშირებით. შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

პარლამენტი დღეს ორი კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. იცვლება საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი. ასევე, ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი და კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილება კი საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად მე-9 დღეს დაიწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე: ერთადერთი, რასაც ეს ცვლილებები ემსახურება, არის ის, რომ მივიღოთ უფრო ეფექტიანი, დროში ეკონომიური, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები