კირილ დმიტრიევი The Financial Times-ის ინფორმაციაზე - სიყალბეა, აშშ-სკენ მიმავალი ტანკერები კურსს განაგრძობენ
კირილ დმიტრიევმა The Financial Times-ის ინფორმაციას, თითქოს აშშ-ისკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეიცვალეს, სიყალბე უწოდა. მისი თქმით, გემები კურსს განაგრძობენ, გამოცემა კი იუწყებოდა, რომ კურსის შეცვლა ტრამპთან დიზელის შეთანხმების შესაძლო ჩაშლაზე მიუთითებს.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, ყალბია.
„სიყალბეა. აშშ-ისკენ მიმავალი ტანკერები კურსს განაგრძობენ. რატომ ვრცელდება The Financial Times-გან ამდენი ყალბი ინფორმაცია?”- წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, The Financial Times-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს.
გამოცემის ცნობით, რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა სამიდან ორმა ტანკერმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალეს, რაც, The Financial Times-ის ინფორმაციით, შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის მოსკოვთან დიზელის საწვავზე შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს.
გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს „რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო”.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…