პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერს მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ჯილდო მიენიჭა

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის დაპატიმრებულ თავმჯდომარეს, ალი ქარიმლის მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ჯილდო მიენიჭა. აზერბაიჯანის ხელისუფლება მას ხელისუფლების ძალადობრივ ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებს, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკურ დევნად აფასებს.

აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერს მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ჯილდო მიენიჭა
ნეტგაზეთი

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის (AXCP) თავმჯდომარე ალი ქარიმლი 2026 წლის საერთაშორისო მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ჯილდოს მფლობელი გახდა. ის გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „გამორჩეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი“.

ამის შესახებ ჯილდოს ორგანიზატორებმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადეს.

ორგანიზატორების შეფასებით, ქარიმლი მრავალი წელია იბრძვის აზერბაიჯანში დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, კორუფციის წინააღმდეგ და სამოქალაქო თავისუფლებების დასაცავად.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2025 წლის ნოემბერში დააკავეს. მათ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მათივე ინფორმაციით, ქარიმლი პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ალი ქარიმლის დაპატიმრება და სასამართლო პროცესი

ალი ქარიმლი 2025 წლის 29 ნოემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 278.1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან ( ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ მიმართულ ქმედებებს).

ქარიმლი ბრალდებებს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

2026 წლის 3 ნოემბერს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში ქარიმლისა და სახალხო ფრონტის პარტიის პრეზიდიუმის წევრის, მეჰმედ იბრაჰიმის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად გადასცა. მომდევნო სხდომა 13 ნოემბერს დაინიშნა.

“საქართველო ავტორიტარიზმის გზაზე სვლას აგრძელებს მსგავსად აზერბაიჯანისა” – ალი ქარიმლი

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აფგან სადიგოვი “პოლიტიკური განცხადების” გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები